თეგებით ძიება

"გთხოვთ, გააზიაროთ ეს სტატუსი..." - რას წერს ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გთხოვთ, გააზიაროთ ეს სტატუსი. უბრალოდ, მინდა, ყველამ წაიკითხოს. ქოცმა, ნაცმა და სხვებმაც. ეს ქვეყანა თუ გვინდა, კი ბატონო. ვიცხოვროთ ასე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ დანიშნა. ამ დანიშნული მოსამართლის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის ცოლია. ანუ ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. ეს მოსამართლედ დანიშნული კაცი კასპში ქართული ოცნების ფრაქციის თავმდჯომარე იყო", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა