დავიღალეთ თუ არ დავიღალეთ, წელი გვტკივა თუ არა, უნდა ავდგეთ და გავიდეთ ხმების დასაცავად - ეკა ნიჟარაძე
მსახიობი, ეკა ნიჟარაძე საზოგადოებას ხმების დასაცავად ბრძოლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა დაღლის დრო არაა.
რაც შეეხება ბრძოლას - არ უნდა დავიღალოთ. მესმის, რომ, რეალურად, ყველა დავიღალეთ, რამდენი ხანი შეიძლება ეს, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც დედა არ დაიღლება, ღამე ახალშობილის გაღვიძების გამო.
ჩვენი ქვეყანაა ჩვენი შვილიც და დედაც, ერთი გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ. არც მე და, არც არავინ ჩემს გარშემო, წასვლას არ ვაპირებთ. თუმცა ცხოვრებაში მქონია ბევრი შანსი, რომ სხვაგან დავრჩენილიყავი და კარგადაც ვყოფილიყავი, მაგრამ აქ გავაჩინე ჩემი შვილები, აქ გაიზარდნენ და, მინდა, რომ აქ ვიცხოვროთ, ყველამ.
ვერ დავიღლებით, არ გვაქვს უფლება. გადამწყვეტ მომენტში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარეთ დადგება, ეს შეგვიძლია ახლა, მეტს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.
რაც არ უნდა გვეზარებოდეს, სიცივე იქნება თუ შიმშილი, დავიღალეთ თუ არ დავიღალეთ, წელი გვტკივა თუ არა, უნდა ავდგეთ და გავიდეთ. მეტს ვერაფერს გააკეთებ შენი ქვეყნისთვის და ხმების დასაცავად“, - განაცხადა ნიჟარაძემ.