თეგებით ძიება
12. 11. 2024 მსოფლიო

ძლიერი ტურბულენტობის გამო, "ლუფთჰანზას" რეისზე 11 ადამიანი დაშავდა

ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ რეისი, რომელიც ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერ ტურბულენტობაში მოჰყვა.

მედიის ცნობით, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა.

„სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა დაზიანებები მიიღო“, - განაცხადა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ სპიკერმა.

ავიაკომპანიის ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დანიშნულების ადგილზე.

ამავე ინფორმაციით, ბორტზე 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა