თეგებით ძიება

იუსტიციის საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლედ დანიშნეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა. ის 3 წლით, მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა.

"დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე აირჩია ამავე საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი - ალექსანდრე გზირიშვილი.

ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს.

საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა", - წერს მოძრაობა "სირცხვილია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა