"კარგად დააკვირდით ამ ფოტოს არაკაცებო, რომლებიც ცოლების გამოგზანილი ფულებით საყვარლებში იწონებთ თავს და კაცად მოგაქვთ თავი"
სოციალური ქსელი მომხმარებელი, მაია ბაჩანაშვილი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, ფეისბუქზე ემიგრანტ ქალებთან დალავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ემიგრანტი დედის ქანდაკება ( ესპანეთი)
შეხედეთ ამ ფოტოს, კარგად დააკვირდით.... ზუსტად ასახავს ემიგრანტი დედის სულს, მდგომარეობას.
კარგად დააკვირდით ისინი ვინც ურცხვად ფეხიფეხ გადადებული მათხოვარივით ხელი გაქვთ გაშვერილი... დე ფული გამომიგზავნე მანქანა მინდა ვიყიდო. დე, ფული გამომიგზავნე ვალი მაქვს.
ასევე კარგად დააკვირდით სახე დაკარგულო არაკაცებო, რომლებსაც ცოლების გამოგზანილი ფულებით საყვარლებში იწონებთ თავს და კაცად მოგაქვთ თავი.
აი ეს არის ემიგრანტი დედა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან დასნეულებული, ავადმყოფი უბრუნდება საკუთარ კერას ან სხვა ქვეყანაში ასრულებს სიცოცხლეს", - წერს ფეისბუქზე მაია ბაჩანაშვილი.