"ადამიანს ბედნიერი სიბერე აჩუქეთ...მადლობა ამხელა სიხარულისთვის!" - აკა სინჯიკაში
სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აზიარებს:
"ბედნიერი ამბავი
ფოტოზე, მარო ბებო, უკვე თავისი სახლის წინ ზის.
ორ კვირაში ავაშენეთ მისთვის სახლი, დავხურეთ და გავარემონტეთ აბაზანით და ყველა საჭირო პირობით. ექნება სამუდამო მოვლა, საჭმელი და წამლები, აღარასოდეს დაიძინებს გარეთ და აღარასოდეს იქნება მარტო.
უამრავ მადლობას გიხდით ყველას, მეც და ბებოც.
ადამიანს ბედნიერი სიბერე აჩუქეთ.
ისეთი გახარებული და ბედნიერია.
არც სჯერა, რამხელა საქმე გავაკეთეთ ყველამ ერთად, რამდენიმე დღეში.
მისამართისთვის, მოსანახულებლად, დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში მიწერია,მისთვის იქნება ისევ ანგარიშები -
#GE90TB7603845061100016
#GE35BG0000000144817300
დანიშნულებაში მიუთითეთ - მარო ბებოსთვის
ყველა, სულ ყოველთვის ბედნიერები იყავით, მადლობა ამხელა სიხარულისთვის,მეც ძალიან ბედნიერი ვარ.
გკოცნით და მიყვარხართ", - წერს სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.