თეგებით ძიება

"კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია კაცის ცოლის მიმართ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს", - წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა