"მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის..." - მირიან ნიკოლაძე
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
"ერთი წელი გიოს გარეშე. თავისი არყოფნით ყველა შეგცვალა, სულიერად გაგვზარდა,
მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის, ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით!", - წერს მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.