თეგებით ძიება

"ეს ბიჭი უანგაროდ ეხმარებოდა საზოგადოებას" - თათია შარანგია ღოღობერიძეზე

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის "პრაიმშოუში" მონაწილეობას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი მხარდაჭერა გიორგი ღოღობერიძეს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას. თუმცა ჩემთვის მიუღებელია ასე "კუთხეში მიყენება" ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო ამ ფორმით.

ერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ ეს ბიჭი სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა საზოგადოებას, მაშინ, როცა ბევრს სრული აგონია გვქონდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდით.

მისგან გაჟღერებული დაუდასტურებელი ინფორმაციაც არ მახსენდება.

ჩემთვის აკადემიური რეგალიები მეორეხარისხოვანია. მე გენდობი და პირველ რიგში პატივს გცემ როგორც ძალიან კარგ ადამიანს", - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა