"ასე რომ მოქცეულიყო იქნებ ცოცხალი ყოფილიყო" - თეონა თამაზაშვილი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"გამუდმებულ შიშში ცხოვრება ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია. სულიერი გადარჩენა მხოლოდ აღიარებაში და მონანიებაშია. ასე რომ მოქცეულიყო იქნებ ცოცხალი ყოფილიყო ვილა ალგეთის მეპატრონე. ვწუხვარ. დანარჩენების გასაგონად, როგორ მოიქცევით თქვენი გადასაწყვეტია. მაინც ამოგთხრით", - წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.