"ჩემი ცხოვრება ერთ დღეში დაინგრა...არ შემიძლია გადმოვცე რასაც ახლა ვგრძნობ, საშინელებაა.. " - ანი გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას იხსენებს
ანი გაბეჩავა იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს, როდესაც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. ერთი წლის წინ, ზუსტად გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა შაქარაშვილი, საიდანაც წასული მოკლეს.
"ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დღეში დაინგრა, 19 ივნისის ის საშინელი ღამე ... ერთი წელი გავიდა გიორგი შაქარაშილის გარდაცვალებიდან...არ შემიძლია გადმოვცე რასაც ახლა ვგრძნობ საშინელებაა.. Today is my birthday and I hate this day", - წერს ფეისბუქზე ანი გაბეჩავა.
დღეს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.