"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ..." - ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მიმართვას ავრცელებს
ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს მიმართავს:
"მოკლედ!
გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ, თუ რაიმეს თქმა გსურთ ღიად დაწერეთ! პირადში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გამოვთქვი და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე რაც დავწერე! კიდე ცოტა დავწერე!
გავმეორდები: დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ არის დანაშაული! საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში დამდგარ უარყოფით შედეგზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას?!
ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ ინფორმაციაზე!", - წერს კვიცარიძე ფეისბუქზე.