თეგებით ძიება

"20 ივნისი - სათქმელის მეტი რა არის... მაგრამ ჯობია არაფერი ვთქვა ისეთი გაბრაზებული ვარ" - ირაკლი ოქრუაშვილი

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"20 ივნისი - სათქმელის მეტი რა არის. მითუმეტეს თუ ვინმეს აქვს, მე მაქვს, მაგრამ ჯობია არაფერი ვთქვა ისეთი გაბრაზებული ვარ.
პროცესი ხომ მოკლეს და 20 ივნისიც გააუფერულეს", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

დღეს "გავრილოვის ღამიდან" 2 წელი გავიდა.

ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან იმართებოდა, ძალოვანებმა დაარბიეს. საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლდამცველებმა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულთაგან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა, რომელიც ამ აქციის სიმბოლოდ იქცა.

აქციები თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა