თეგებით ძიება

"გავრილოვი თავზე დაგვასვეს და ვინც ამის გაპროტესტება სცადა, თვალები დათხარეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი "გავრილოვის ღამეს" სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხელის გულზე დევს ამბავი, რომელიც 20 ივნისით თარიღდება. ვისაც ეს არ ესმის და ამბობს, პოლიტიკოსები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ და ეს აღკვეთა ხელისუფლებამო უპერსპექტივო ბნელია. ამ ამბავს არ აქვს ორი სიმართლე! გავრილოვი თავზე დაგვასვეს და ვინც ამის გაპროტესტება სცადა თვალები დათხარეს. ისტორიის ეს ფურცელი არ ჩაიხურება რა შეთანხმებასაც არ უნდა მოაწერონ ხელი პოლიტიკოსებმა", - წერს ჟორჟოლიანი ფეიბუქზე.

დღეს, 20-21 ივნისის "გავრილოვის ღამიდან" 2 წელი გავიდა.

ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან იმართებოდა, ძალოვანებმა დაარბიეს. საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლდამცველებმა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულთაგან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა, რომელიც ამ აქციის სიმბოლოდ იქცა.

აქციები თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა