თეგებით ძიება

"ქალი-ბეტმენი ვუჰანიდან" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ყველა სურვილი ასმაგად შეგისრულდესო, თქვენც გითქვამთ ხომ ბევრჯერ ვინმესთვის, გულით და სულით? ხოდა აღარ ვიზამ მე პირადად ასე. პანდემიის გარიჟრაჟზე სამთვლიანი ველიკა ვინატრე ყვავილების კალათით და პანდემიის მიწურულს სამთვლიანი თვითმფრინავი მეჩუქა, დამებერტყა, დამეცა გინაც. ასმაგად ასრულებულ სურვილს მზად ვერ შევეგებე. თვითმფრინავის ტარება არ ვიცი. ძრავა აქვს ათასიანი, ნელა გადაქოქვის შანსი არ დაჰყვა. ღრუბლებში მოხვედრის პირდაპირი გზაა, გუმანით ვგრძნობ. თანაც მართვის მოწმობა მჭირდება. მოკლედ, პედაგოგს ვეძებ, კვირაში ერთხელ ჩემთვის მოცლილ პილოტ-გამომცდელს. თუ ვინმე იცით, დამაკავშირეთ, ან გამიცვალეთ თვითმფრინავი სამთვლიან, კოხტა, რომანტიკულ ელექტროველოსიპედში.
ქალი-ბეტმენი ვუჰანიდან", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა