"მე სულ ასეთი კობა მემახსოვრები,ცოტა სევდიანი...ვინმემ არ თქვას, რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის..." - გიგლა თუმანიშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე
ჟურნალისტი გიგა თუმანიშვილი კობა ალხაზაშვილის გარდაცვალების შესახებ წერს:
"ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის... მე სულ ასეთი კობა მემახსოვრები. ცოტა სევდიანი, ძალიან მეგობრული, ყველას მოსიყვარულე და სამართლიანი. მადლობა ყველა წუთისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ბევრი დაგვრჩა სათქმელი და იქ რომ შევხვდებით აუცილებლად მოგიყვები რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, პირველ რიგში შენი ოჯახისთვის. კობა ალხაზაშვილი "მშვიდობით არა, ნახვამდის!" - წერს გიგლა თუმანიშვილი სოციალურ ქსელში.