თეგებით ძიება

"დიდი და ფერადი წიგნები მინდა ბავშვებისთვის, სხვა არაფერიო" - რას წერს გიორგი კეკელიძე კაცზე, რომელიც 4 შვილს მარტო ზრდის

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს კაცზე, რომელიც 4 შვილს მარტო ზრდის:

"დღეს ბატონ ალექსანდრეს ვესტუმრეთ და მამის დღე მივულოცეთ. საოცარი კაცია ალექსანდრე ხუციშვილი - ოთხ შვილს მარტო ზრდის და ამას შესაშურადაც აკეთებს. იოლი არ არის მისი ყოფა, მაგრამ ახლობლის პირით შემომითვალა: დიდი და ფერადი წიგნები მინდა ბავშვებისთვის, სხვა არაფერიო. ჩვენც მივედით და მივუტანეთ. დღეიდან ვიდრე სკოლის დასრულებამდე ამ ბავშვებს - ბარბარეს, ნიკოლოზა, იზოს და ნუციკოს - წიგნებით სწორედ ჩვენი საგანმათლებლო მოძრაობა უზრუნველჰყოფს", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა