თეგებით ძიება
23. 06. 2021 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ უმშობიარია - გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

რეკორდული ამბავი, რომელიც მსოფლიოს მიმდინარე თვის დასაწყისში მოედი, სიცრუე აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკელ ქალს, გოსიამე სიტჰოლემს 10 ტყუბი არ გაუჩენია. პროვინციაში, სადაც ქალი ცხოვრობდა, არცერთ კლინიკას არ მიუღია მშობიარე. ის კი არადა, 37 წლის ქალი ორსულადაც არ ყოფილა.

ამჟამად ქალი ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლება არ განმარტავს მიზეზებს, რამ გამოიწვია ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს გოსიამე სიტჰოლემმა 10 ტყუპი გააჩინა - 7 ბიჭი და 3 გოგო. ამ ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკელმა ქალმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა