თეგებით ძიება
23. 06. 2021 მსოფლიო

"მადლობა, რომ არ გატყდი!" - ბერძნები მკვლელობაში ბრალდებული ქართველის დასაცავად გამოვიდნენ

"მადლობა ქართველო, რომ არ გატყდი!" - ბერძნული მედია და საზოგადოება საქართველოს მოქალაქის, გიორგი ხარძეიშვილის დასაცავად გამოვიდა, რომელსაც ბერძენი პილოტი 20 წლის ცოლის მკვლელობაში სდებდა ბრალდ.

საქართველოს მოქალაქეს მადლობას უხდიან იმის გამო, რომ მან ციხეში წამებას გაუძლო და უარი განაცხადა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

პოსტი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, ელენა აკრიტამაც გამოაქვეყნა.

გიორგი ხარძეიშვილი "რუსთავი2"-ს კორიდალოს ციხიდან დღესაც დაუკავშირდა. ის 20 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში უდანაშაულობის მიუხედავად, ისევ დაპატიმრებულია სხვა ბრალდების გამო, რასაც ასევე კატეგორიულად უარყოფს. "კურიერი" ესაუბრა საქართველოს მოქალაქის უფლებების დამცველს, რომელიც ბერძნული მედიის ყველაზე მოთხოვნადი რესპონდენტია.

ხარძეიშვილი 11 მაისს საქართველოში მოდიოდა და საბერძნეთის საზღვარზე ყალბი ვიზით დააკავეს. იმავე დღეს 11 თვის ჩვილის თვალწინ მოკლეს 20 წლის კეროლაინ კრაუჩი. მისმა მეუღლემ პოლიციას უთხრა, რომ თავს დაესხა ყაჩაღური ჯგუფი, მათ შორის, ქართველი. უკვე დაკავებულ ხარძეიშვილს სამართალდამცველები აიძულებდნენ, გოგონას მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო. სასტიკ მკვლელობას ქართველის სახელი ბერძნულმა მედიამაც დაუკავშირა.

საქართველოს მოქალაქის შესაძლო წამების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს საბერძნეთში ქართული დიასპორა, რომელიც გიორგი ხარძეიშვილის დაკავების დღიდან პროცესებს მონიტორინგს უწევს.

მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, მოკლული კაროლაინ კრაუჩის საფლავზე მისი მეუღლე დააკავეს, რომელმაც აღიარა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს ცოლი ჩვილის თანდასწრებით ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. ბაბის ანაგნოსტოპულოსი ახლა იმავე ციხეშია, სადაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებისთვის ნაწამები ქართველი.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა