თეგებით ძიება
24. 06. 2021 მსოფლიო

„ეს წვრთნები არ არის“ - BBC-მ შავ ზღვაში მყოფი Defender-ის ბორტიდან სიუჟეტი მოამზადა (ვიდეო)

შავ ზღვაში მყოფი საესკადრო ნაღმოსნის, Defender-ის ბორტიდან, რომლის მახლობლად 23 ივნისს ინციდენტი მოხდა, BBC-მ სიუჟეტი მოამზადა.

ვიდეოში ჩანს რუსული ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე, ისმის გამაფრთხილებელი სროლა. რეპორტაჟში ბრიტანელ და რუს მეზღვაურებს შორის რადიოსაუბრის ფრაგმენტი ისმის, რომლის დროს რუსები ბრიტანელებს აფრთხილებენ, რომ თუ ხომალდი კურსს არ შეცვლის, ისინი ცეცხლს გახსნიან.

სიუჟეტის დაწყებისას BBC-ის კორესპონდენტი ამბობს, რომ „ეს წვრთნები არ არის“, რაც ადასტურებს, რომ შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად ბრიტანულ და რუსულ ხომალდებს შორის ინციდენტი მართლაც მოხდა. მისი თქმით, რუსული ხომალდი ბრიტანულ სამხედრო გემს მიუახლოვდა, ხოლო მის თავზე 20-მდე საბრძოლო თვითმფრინავი დაფრინავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა