თეგებით ძიება
25. 06. 2021 მსოფლიო

რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა შინა პატიმრობაში გადაიყვანეს

ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა სოფია საპეგა ციხიდან შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

პროტასევიჩისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ინფორმაცია მამამისმა გაავრცელა. „ემ გადაწყვეტილების მიზეზებს ვერ დავასახელებ. შესაძლოა, ეს რაღაცა პოლიტიკური თამაშია. არც ადვოკატი, არც ხელისუფლების წარმომადგენელი არაფერს მეუბნებიან“ - განაცხადა დიმიტრი პროტასევიჩმა.

სოფია საპეგა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, შინა პატიმრობაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ახლა ბელარუსში რუსეთის კონსულთან მისი შეხვედრის საკითხი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკის აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის ხელისუფლებაც ათენი-ვილნიუსის რეისის შესრულების დროს რაინეარის სამგზავრო ლაინერს ბელარუსის დედაქალაქში აიძულა დაჯდომა. პროტასევიჩს ბელარუსში მასობრივი არეულობის მოწყობას აბრალებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა