თეგებით ძიება
25. 06. 2021 მსოფლიო

ირანის სულიერმა ლიდერმა ირანული ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ ირანში დამზადებული ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

„ბარექათის ვაქცინა“ ირანული ფარმაცევტული კომპანია „შიფაფარმედის“ მიერაა წარმოებული. ირანს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მონაცემები არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ქვეყანაში აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს, ვირუსის წინააღმდეგ 85-პროცენტიანი იმუნიტეტი აქვთ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 3 150 949 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 83 588 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა