თეგებით ძიება
26. 06. 2021 მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, დერეკ შოვინს აშშ-ის სასამართლომ 22 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში გასულ წელს მოკლეს. 46 წლის ფლოიდი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას პოლიციელები აკავებდნენ. მას ერტერთმა პოლიციელმა ფეხი ყელზე მიაბჯინა. ფლოიდმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებს ყურადება არ მიუქცევიათ. მომხდარის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა ამერიკულ ტელეარხებზე.

ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა