თეგებით ძიება
27. 06. 2021 მსოფლიო

საყვარლის კოცნა და სოციალური დისტანციის დარღვევა არ აპატიეს - ბრიტანელი მინისტრი გადადგა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი თანამდებობიდან გადადგა.

როგორც მეთ ჰენკოკმა განაცხადა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ მიღებული კანონი დაარღვია და თავის კაბინეტში ასისტენტს ჩაეხუტა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისს გადადგომის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება უკვე გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მეთ ჰენკოკის და მისი მეგობარი ქალის, ჯინ კოლადანჯელოს ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს კოცნიან, ბრიტანულმა გამოცემა The Sun -მა გამოაქვეყნა.

43 წლის ჰენკოკი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება და მას 3 შვილი ყჰავს. ჯინ კოლადანჯელოც ქორწინებაში იმყოფება.

მინისტრის გადადგომა "ლეიბორისტული პარტია" მოითხოვდა. მათი თქმით, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. გარდა ამისა, პარტიის წევრების განმარტებით, მინისტრმა მის მიერვე დაწესებული კოვიდრეგულაცია დაარღვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა