თეგებით ძიება
27. 06. 2021 მსოფლიო

გარდაცვლილი ქალი შვილმა მშობლიურ მხარეში ტაქსით გადაიყვანა, გზაში ისინი პოლიციამ დაჭირა და საქმეც აღძრა, ხოლო მიცვალებული ჩამოართვა

უცნაური შემთხვევა მოხდა საბერძნეთში. 65 წლის ქალმა გარდაცვლილი დედის მშობლიურ მხარეში გადასვენება ტაქსით გადაწყვიტა.

LamiaReport– ის ინფორმაციით, 65 წლის ქალმა, რომელსაც 91 წლის დედა გარდაიცვალა, დაკრძალვის ბიუროს რამდენიმე ოფისს სთხოვა, მომსახურებაზე შეღავათიანი ფასი გაეკეთებინათ, იმისათვის, რომ დედა დასაკრძალავად, ფოკიდადან არკადიის პრეფექტურაში გადაესვენებინა.

თუმცა , რადგან მიიჩნია, რომ დამკრძალავი ბიუროების მიერ გაკეთებული ყველა შეღავათიანი თანხა, მაინც მაღალი იყო, გადაწყვიტა გარდაცვლილი დედის სხეული ტაქსის უკანა სავარძელზე მოეთავსებინათ და ასე გადაეყვანა დანიშნულების ადგილამდე.

როგორც გაირკვა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ამ სიცხეში მანქანის უკანა სავარძლით გარდაცვლილის გადასვენება ითავა, ოჯახის ახლობელი პირია.

იგივე წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ქალი ფიქრობდა დედის სხეული საკუთარი ავტომობილის საბარგულში მოეთავსებინა და ისე გადაესვენებინა, თუმცა შემდეგ გამოსავალი ტაქსიში იპოვა. აწ გარდაცვლილი, ზეწარში გახვეული დედა, მძღოლის უკანა სავარძელზე მოათავსა და ისე გაუშვა. თვითონ კი საკუთარი მანქანით უკან გაჰყვა. მანქანაში მას თან ახლდნენ პატარა დისშვილებიც.

აღნიშნული ფაქტის შესახებ გარკვეულმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებს ეჭვი შეეპარათ ამ ინფორმაციის სიზუსტეში და სანამ საკუთარი თვალით არ ნახეს, ვერ იჯერებდნენ.

როდესაც პოლიციამ, შემოწმების მიზნით, ტაქსი გააჩერა და მომხდარში დარწმუნდა, მძღოლიც და გარდაცვლილის ქალიშვილიც განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მიცვალებულის გვამი კი მორგში გადაასვენეს.

წყარო: exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა