თეგებით ძიება
27. 06. 2021 მსოფლიო

"ჩემი ცხოვრება თქვენი პორნო არ არის" - ფრთხილად, ციფრული სექს-დანაშაული იზრდება

ტექნოლოგიების განვითარების პარალალურად, მსოფლიოში ციფრული სექს-დანაშაულის შემთხვევები იზრდება. ძირითადად, ეს გულისხმობს კაცების მიერ ქალებისა და გოგოებისთის ფარულად, ინტიმური ვიდეოების გადაღებას, შემდგომ კი მათ გაზიარებას მეგობრების წრეში.

განვითარებული ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ კამერები შეუმჩნეველი იყოს. ღილის ოდენა კამერის დამონტაჟება შესაძლებელი ხდება, როგორც საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, გასახდელ ოთახებსა და სასტუმროს ნომრებში.

ციფრული სექს-დანაშაული აქტუალურია სამხრეთ კორეაშიც, სადაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის არსებობა, დანაშაულებრივად მოპოვებული ვიდეოკადრების სწრაფ გავრცელებასაც უწყობს ხელს.

კიუნ-მი (სახელი შეცვლილია) იყო პირველი, რომელმაც ამხილა სამხრეთ კორეელი მომღერალი, ჩონ ჩჟუნ-იონი. მომღერალი ქალებს, რომელიც მასთან სექსით კავდებოდნენ, ფარულად იღებდა. 2019 წელს მომღერალს დაუმტკიცდა დანაშაული და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, თავიდან, როდესაც კიუნ-მიმ შეიტანა ჩონ ჩჟუნ-იონის წინააღმდეგ საჩივარი, მას როგორც პოლიციისგან, ასევე მეგობრებისა და საზოგადოებისგან, უარყოფითი დამოკიდებულება შეხვდა.

მართალია კიუნ-მი ციფრული სექს-დანაშაულის მსხვერპლი გახდ, მაგრამ როგორც BBC-სთან ის აცხადებს, "მას არავინ დაუჯერა".

"მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა და მარტოსული. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ მე რომ მომვკვდარიყავი, ვერავინ გაიგებდა ჩონ ჩჟუნ-იონის შესახებ".

ჩონ ჩჟუნ-იონი K-Pop-ის ვარსკვლავია. გოგონას თქმით, მუსიკოსი მის მიმართ ყურადღებიანი და თბილი იყო მანამ, სანამ მან მასთან სექსი უნებართვოდ, ფარულად არ გადაიღო.

კიუნ-მინმა სამართალდამცავ უწყებას პირველად 2016 წელს მიმართა, თუმცა, პოლიციამ მუსიკოსის ტელეფონის ამოსაღებად ორდერი ვერ აიღო და საქმეც დაიხურა.

"პოლიციელმა ქალმა მითხრა, რომ სარჩელის გატანაზე მეფიქრა, რადგან ცნობადი სახის წინააღმდეგ საქმის წარმოება რთულია. ამის შემდეგ პროკურორმა მე გამომიძახა და არა ის. მე ვიყავი დამცირებული, შეურაცხყოფილი და დაბნეული, ვფიქრობდი, უდანაშაულო ადამიანს ხომ არ ვწამებ ცილს-მეთქი".

სამართლიანოიბა მხოლოდ 2019 წელს აღდგა, როდესაც პოლიციაში მუსიკოსის მიმართ მორიგი საჩივარი შევიდა. მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეს სამართალდამცველებმა მომღერლის ტელეფონი, სადაც 12 ვიდეორგოლი აღმოჩნდა, 12 სხვადასხა გოგოსთან ინტიმური კავშირის ამსახველი, მათ შორის კიუნ-მინთან. მომღერალი ფარულად გადაღებულ ვიდეოებს მეგობრებს უზიარებდა საერთო ჯგუფში.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა სმხრეთ კორეაში სესქუალური დანაშაულის მსხვერპლთა კვლევა ჩაატარა და დადო დასკვნა, რომ მსხვერპლებისთვის ურთულესია სიმართლის დამტკიცება.

სტატისტიკურად, 2013-2018 წლებში სამხრეთ კორეის პოლიციაში ფარული კამერებით გადაღების თაობაზე 30 ათასზე მეტი საჩივარი შევიდა.

"მკვლელობა უიარაღოდ"

ზოგერთი მსხვერპლი მიღებულ ტრავმას ვერ უძლებს.

Human Rights Watch-ის კვლევაში, რომელიც 500-ზე მეტ გოგონას მონაცემებს მოიცავს, აღნიშნულია, რომ მსხვერპლები, რაც მათ ფარულად უღებენ, დეპრესიაში ვარდებიან, თვითმკვლელობის სურვილი უჩნდებათ და ზოგიერთები კი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ.

სამხრეთ კორეაში, 2018 წელს ათიათასობით დემონსტრატი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით, რომ დანაშაულზე, რომელიც გულისხმობს ფარული კამერებით, უნებართვოდ გადაღებას, პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. მათი ლოზუნგი იყო - "ჩემი ცხოვრება - თქვენი პორნო არ არის".

აქციების შემდეგ ზოგიერთი კანონი გამკაცრდა, თუმცა ასეთი დანაშაული მაინც მსუბუქად ისჯება.

"ციფრული სექს-დანაშაული სამხრეთ კორეელი ქალებისა და გოგონების ცხოვრებას არაკომფორტულს ქმნის. ისინი დაუცველად გრძობენ თავს საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, ტუალეტებში. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები გადადგას მსგავსი ტიპის დანაშაულის აღსაკვეთად, სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მსხვერპლთა დასახმარებლად და კომპენსაციისთვის", - აცხადებს სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ხეზერ ბარი.

BBC.COM


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა