თეგებით ძიება
27. 06. 2021 მსოფლიო

ინდოეთში ახალი, სასიკვდილო და უიშვიათესი ვირუსი აღმოაჩინეს - არ არსებობს წამალი და არც ვაქცინა

ინდოეთის ვირუსოლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერებბმა, შტატ მაჰარაშტრაში სასიკვდილო და უიშვიათესი ვირუსი - ნიპა ღამურებში გამოავლინეს.

ვირუსს, რომელც ჩვეულებრივ მფრინავ მელიებსა და ღამურებში გვხვდება, ჯანმო ერთ-ერთ ყველაზე საშიშად მიიჩნევს მსოფლიოში.

ვირუსი გადამდებია ადამიანებზეც, რომლებიც მიირთმევენ ცხოველების ნერწყვით დაბინძურებულ ხილს. ამასთან, ამ ეტაპზე ამ ვირუსის წინააღმდეგ არ არსებობს არც წამალი და არც ვაქცინა, მისი სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კი 40-დან 75%-მდე მერყეობს.

მანამდე ინდოეთში ნიპას ოთხი აფეთქება იყო დაფიქსირებული: შტატ დასავლეთ ბენგალიაში 2001 და 2001 წლებში, ასევე 2018-2019 წლებში კერალას შტატში.

განმაორებითი აფეთქებები, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება, ეფექტიანი წამლებისა და ვაქციის არარსებობა - მეცნიერებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ღამურების გავრცელების არეალი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ქვეყანაში ფართომასშტაბურია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა