352 ინფიცირება, 808 გამოჯანმრთელება, 9 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, ხოლო 808 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 363874-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5275 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 350466 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: 2,5%, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,34%-ია.