225 თბილისი, 23 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 074 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.34%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 225
⭕ აჭარა - 21
⭕ იმერეთი - 23
⭕ ქვემო ქართლი - 20
⭕ შიდა ქართლი - 13
⭕ გურია - 2
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23
⭕ კახეთი - 11
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 3
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 11
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 466, აჭარაში - 154, იმერეთში - 287.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში - 109, აჭარაში - 9, იმერეთში - 11.
598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში. 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.