თეგებით ძიება
29. 06. 2021 COVID - 19

ბოლო ერთ თვეში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

„საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული - ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია შემთხვევების ზრდის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული მონაცემი ბოლო ერთ თვეს ეხება.

„ზოგს ადგილზე დაუდასტურდა, ზოგს შემოსვლის დროს“, - დასძინა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა