ნებისმიერი შეკრება რისკია - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პანდემია გრძელდება, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა 5 ცნობილი რეკომენდაცია.
„დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ - პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.