თეგებით ძიება
29. 06. 2021 COVID - 19

დაკარგულ ვაქცინებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ვაქცინების დოზების დაკარგვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვაქცინის გარეშე არავინ დარცება.

"ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია. რას ნიშნავს ეს?

მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითადად, ასტრაზენეკას შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია - ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს “დანაკარგი” ეწოდება.

არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა ასტრაზენეკა გაიკეთოს", - ნთქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" 2 500 დოზა დაიკარგა. სკანდალის შემდეგ აუდიტის სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა