თეგებით ძიება

"ბავშვის მამობას არ აღიარებდა ერთი "ვაშკაცი" - რას წერს ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"წეღან ერთი კუდრაჭა ბიჭის ფოტო ჩამიგდო სოციალურად დაუცველმა მარტოხელა დედამ, რომ მენახა, ვის დავეხმარეთ. ბავშვის მამობას არ აღიარებდა ერთი "ვაშკაცი", დედას კი დნმ ანალიზის ფული არ გააჩნდა. ბავშვი იყო მამის და ალიმენტის გარეშე დარჩენილი. ჩავერთეთ და სასამართლოს დაწყებისთანავე თავისით აღიარა მამობა, ანუ ბავშიკი ალიმენტსაც მიიღებს ♡
თუ ხართ სიციალურად დაუცველი მარტოხელა დედა და ბავშვს მამა არ აღიარებს, მოგვმართეთ და დაგეხმარებით. წლებია ამ კანონს ვუტევთ და ყოველთვის იმ ეტაპზე ვიგებთ საქმეს, ვიდრე კანონამდე მივალთ, არადა კანონს რომ პრობლემა აქვს, ამის დამტკუცებას ვცდილობთ.

ნინო ანდრიაშვილი, რანაირად აღიარებინე იმ კაცს მამობა ასე სწრაფად?", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა