აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება გააპროტესტეს
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დონალდ ტრამპის მიდგომებს საიმიგრაციო პოლიტიკასა და აბორტის უფლებასთან დაკავშირებით.
ნიუ იორკში დემონსტრანტები მანჰეტენზე, „ტრამპ ტაუერთან“ შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ვაშინგტონსა და სიეტლში.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
თარგმნა 1tv.ge