თეგებით ძიება

„ამერიკიდან ჩამოყვანილი დამტვრეული მანქანები, მათი შეკეთება და ექსპორტზე გატანა არის ქვეყნის N1 საექსპორტო რესურსი“ - ოთარ აბესაძე

რუსეთსა და დსთ - ს სივრცეში ღვინოსა და წყალზე მეტი ღირებულების ამერიკიდან შემოყვანილ ავტომობილებს ვყიდით  ეკონომისტი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში საქართველოს დასავლეთთან ეკონომოკურ მიბმულობაზე წერს:

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტში უცვლელად პირველ ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები. (ღვინის და წყლის ქვეყნიდან სამწუხაროდ ესეა) 

უფრო მარტივად რომ ავხსნათ ამერიკიდან ჩამოყვანილი დამტვრეული მანქანები, მათი შეკეთება და ექსპორტზე გატანა (რეექსპორტი) არის ქვეყნის N1 საექსპორტო რესურსი. 

🇺🇸 კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ ქართული ეკონომიკის N1 საექსპორტო რესურსი ამერიკის შეერთებული შტატების 2 პატარა საიტზე, copart.com

 სა და iaai.com

 ზეა დამოკიდებული. 

კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ რუსეთსა და დსთ - ს სივრცეში ღვინოსა და წყალზე მეტი ღირებულების ამერიკიდან შემოყვანილ ავტომობილებს ვყიდით. 

აღარაფერს ვსაუბრობ დოლარზე დამოკიდებულებაზე, ევროკავშირზე და ა.შ 

იმედია ამ ძალიან მარტივი მოცემულობით მიხვდებით საქართველოს ეკონომოკურ მიბმულობას დასავლეთზე - წერს ოთარ აბესაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა