დღეს, 23:00 საათიდან „კომენდანტი საათი“ უქმდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ივნისს მიიღო.
კერძოდ, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის საღამოს თერთმეტი საათიდან.