დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი - ტიკარაძე
ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ივლისიდან საქართველო მილიონზე მეტ ვაქცინას ელოდება, შესაბამისად, კლინიკებთან შესათანხმებელია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
"დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთნ ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქვინაციით. დღევანდელი შეხვედრა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენ მოაქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში", - თქვა ეკტერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო მზადაა გადაჭრას ყველა ის პრობლემა რაც შეიძლება კლინიკებს ჰქონდეთ.