როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ისაუბრა:
„თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აბიტურიენტთან, თუ როდის უნდა გამოცხადდეს უკვე გამოჯანმრთელებული საგამოცდო ცენტრში“, – განაცხადა გორგოძემ “იმედის კვირაში”.
შეგახსენებთ, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებიდაიწყო.ამ ეტაპზე, კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ისინი გამოცდებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩააბარებენ.