თეგებით ძიება
01. 07. 2021 COVID - 19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.86%-ია

30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,2%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.66%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 2.86%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 367 058 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 352 624, გარდაიცვალა 5 327 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა