თეგებით ძიება
01. 07. 2021 COVID - 19

ევროკავშირში კოვიდ სერტიფიკატები ამოქმედდა

პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდ სერთიფიკატები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი.

კოვიდ სერტიფიკატები ევროკავშირის ქვეყნებსა და შენგენის ზონის ქვეყნებში ტურიზმის გამარტივებას ითვალისწინებს.

კოვიდ სერტიფიკატების შემოღებას სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე 546 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 93 წინააღმდეგი იყო, 51-მა კი თავი შეიკავა.

მეორე რეგლამენტს, რომელიც სერტიფიკატების მოქმედებას ევროკავშირსა და შენგენში მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე ითვალისწინებს, 553 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 91-წინააღმდეგი იყო, ხოლო 46-მა კი თავი შეიკავა.

ორივე რეგლამენტი დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. კოვიდ სერტიფიკატები ძალაშია 1 ივლისიდან უნდა შევიდეს. ევროკავშირში სამი ტიპის სერტიფიკატი იმოქმედებს, ესენია: ცნობა ვაქცინაციის შესახებ, ცნობა PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ და ცნობა, რომ კორონავირუსი პირს უკვე გადატანილი აქვს.

სერტიფიკატები გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც ვაქცინაცია ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინით ჩაუტარდათ. ამ ეტაპისათვის ამგვარი ვაქცინა ოთხია - BioNTech/Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson. თუმცა, ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას შეეძლება სერტიფიკატი საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს იმ ვაქცინით აცრილი პირებისათვის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის დამტკიცებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა