თეგებით ძიება
01. 07. 2021 COVID - 19

„მილიონი დოზა ვაქცინა, იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“ - ივანე ჩხაიძე


„ის მილიონი დოზა ვაქცინა, რომელსაც ველოდებით ივლისის დასაწყისში იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ვაქცინაციისთვის კონკრეტული გეგმა გაწერილია და მზადება დაწყებულია. გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში დამატებით გამოიყოს კლინიკებში, როგორც სივრცეები, ისე პერსონალი იმისათვის, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი იმუნიზაციის კამპანია.

მასობრივი იმუნიზაციის კამპანიას აქვს 2 შემადგენელი ნაწილი. ერთი ეს არიის, სამედიცინო დაწესებულებების მზაობა და ამისათვის სამედიცინო დაწესებულების გარკვეული რაოდენობა მზად არის და აუცილებლად უნდა იყოს ეს რაოდენობა გაზრდილი. უკვე განთავსდა 1 დიდი ცენტრი ჰუალინგის ტერიტორიაზე, რომელსაც 1 დღეში, პიკზე, შეუძლია აცრას 3000-მდე ადამიანი“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

როგორც მან აღნიშნა, განსაზღვრულია 7-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა და იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე განახორციელებენ ვაქცინაციას 8 საათიანი სამუშაო დღე.

„რა თქმა უნდა ძალიან მიშვნელოვანია რესურსები, ის რესურსები, რომელიც აღვნიშნე დღეისათვის მზად არის 17 000 ადამიანის ვაქცინაცია განახორციელოს თავიანთი მაქსიმალური მუშაობის რეჟიმში. ეს აბსოლუტურად ნორმალური, მისაღები და რეალისტური ციფრია.

მე არ მგონია, რომ სამედიცინო სისტემის მზაობა იყოს განმსაზღვრელი ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის. სამედიცინო სისტემა მზად არის და დამატებითი სივრცეები განსაზღვრულია. მეორე მხარეა გასათვალისწინებელი, ეს არის, იქნება თუა არა ქვეყანაში ვაქცინები და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის თვითონ მოსახლეობის მზაობა.

ვაქცინები აუცილებლად შემოვა ქვეყანაში და ის მილიონი დოზა ვაქცინა, რომელსაც ველოდებით ივლისის დასაწყისში იქნება სწორედ საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისთვის. 100 000 და 200 000 დოზა ვაქცინაზე მასობრივი იმუნიზაციის კამპანია არ იწყება, უფრო მეტი საფიქრალი, პრობლემა ჩვენ გვაქვს დავარწმუნოთ მოსახლეობის ის ნაწილი 20-30%, რომელიც ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელსაც არგუმენტები სჭირდება და აქ სამუშაო ძალიან ბევრია, თუ ჩვენ მოვახერხებთ მოსახლეობის დარწმუნებას ჩვენ ამ გეგმას მივაღწევთ“ - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა