"სამედიცინო პერსონალზე დაკვირვებამ აჩვენა..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინებით ვაქცინირებული ექიმების დაკვირვების შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს:
"კომპანია "ფაიზერის" და "მოდერნას" წარმოების ვაქცინით აცრილი 3975 სამედიცინო პერსონალზე დაკვირვებამ აჩვენა:
- ეფექტურობა 91 % სრულად ვაქცინირებულებში
- ეფექტურობა 81% ნაწილობრივ ვაქცინირებულებში
(კვლევა ჩატარებულია დელტა-ვარიანტამდე ერაში :))
- 40%-ით იყო შემცირებული ვირუსის რნმ-ის შემცველობა (viral RNA load) (ამიტომაც ნაკლებად ავრცელებენ ვაქცინირებული ადამიანები ინფექციას)
- 58%-ით ნაკლები იყო სიცხით მიმდინარე კოვიდის რისკი აუცრელებთან შედარებით
- 2.3 დღით ადრე მოხდა აცრილების გამოჯანმრთელება", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.