თეგებით ძიება
02. 07. 2021 COVID - 19

30-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კოვიდ-19 კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მეორე დღეა ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. აბიტურიენტები დღესაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

ვირუსი 1-ელ ივლისს 20 აბიტურიენტს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი.

„საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება, დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა