თეგებით ძიება

"ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე..." - ნინო შუბლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომლის და, სოფო შუბლაძე კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე - სოფო ყოველ წელს ჩაგეგმავდა მისებურად, შეგვკრიბავდა და მივდიდოდით "ბოშათა ბანაკი" ხან ეგვიპტეში, ხან თურქეთში და ხან საბერძნეთში.

კოვიდი რომ დაიწყო და ვერსად ვეღარ წავედით, შარშან ტაბახმელაში სახლი ვიქირავეთ და მთელი ზაფხული ასე იზოლირებულები გვყავდა ბავშვები და დედა-მამა.

დღეს ამოვბარგდით ისევ აქ , იმავე სახლში, სოფომ რომ შეგვირჩია შარშან ... Sopo
ეს ფოტოებიც გასულ უუუბედნიერეს ზაფხულს ანომ გადაუღო სოფოს, გამხდარი საკუთარი სილუეტით ტკბებოდა.

ჰოდა ასე რაღაცნაირად ვართ ახლა აქ, მთელი ოჯახი იმავე აუზთან უსოფოოდ და თან სულ სოფოსთან ერთად", - წერს ნინო შუბლაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა