თეგებით ძიება

"ძალადობით შენი აზრის გატანა, სხვისი დაჩაგვრა და დაკნინება არის ლაჩრობა" - გოგა ჩანადირი

ყოველი ძალადობა გაშორებს ქრისტეს - ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი თბილისში განვითარებულ ძალადობრივ პროცესენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"ძალადობით შენი აზრის გატანა, შენი უპირატესობის მტკიცება, მით უფრო, რიცხობრივი უპირატესობით, სხვისი დაჩაგვრა და დაკნინება არის ლაჩრობა, არასრულფასოვნების კომპლექსი და უბრალოდ, არასწორი საქციელია.

ყოველი ძალადობა გაშორებს ქრისტეს, ჭეშმარიტ და გულწრფელს იდეებს, სიყვარულს და ადამიანებს გაშორებს", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური ჯგუფები დღეს დილიდან "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ არიან ქუჩაში გამოსულები. ისინი გამოირჩევიან აგრესიით მედიის წარმომადგენლებისადმი. ისინი სხვადასხვა ტელეკომოანიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაუზიანეს ტექნიკა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა