თეგებით ძიება

ის, რაც ხდება არის, "პრაიდის" უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში - ირაკლი კობახიძე

ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ტავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დედაქალაქში მიმდინარე ზალადობრივ პროცესებს.

„ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლება გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფაქტია, რომ პრაიდის მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ხედავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწფოებრივ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალებას,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება.
„მსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის, აქციის მონაწილეების რაოდეობის გამო, თუმცა მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკლაცაიისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა