თეგებით ძიება

ცრუ განგაშია.. საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი - ვახუშტი მენაბდე

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო, სიცრუეა - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

„ლექციიდან გამოსულს აფეთქებული ტელეფონი დამხვდა.

ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი. ჯერ არც საოქმო ჩანაწერი მიუღია და არც განჩინება. ანუ დასაშვებობის პასუხი არ ვიცით.

ვიცით მხოლოდ ის, რომ საქმეს პლენუმი განიხილავს და მომხსენებლი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს - წერს მენაბდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა