თეგებით ძიება

"ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, უარესი იქნება..." - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"1. ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, უარესი იქნება. ამაზე გაცილებით უარესი.
2. ამ ქვეყანაში 2 პოლიტიკური ელიტა არსებობს: (ა) ვარდების რევოლუციის, და (ბ) დღეს არსებული, რომელიც 90-იანების რეიკარნაციაა.

3. “ჯონ სნოუების” ძიება ტყიბულში, ჭიათურასა თუ ნამოხვანში ნაკარნახევი იყო მოტივით, რომ გაკეთილშობილდეს (ბ) ან თუ (ბ) იცვლება, არ მოვიდეს (ა).

4. ახალი პოლიტიკური ელიტა ასე ადვილად არ იბადება. ახალ თაობას, ახალგაზრდებს უზარმაზარი პოტენცია აქვთ, ახალ პოლიტიკურ ელიტად იქცნენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც (ბ) შეიცვლება. არსებულ რეჟიმში ეს შეუძლებელია.

5. ვარდების რევოლუციის პოლიტიკური ელიტა (ერთ რომელიმე პარტიას არ ვგულისხმობ) უნაკლო არაა. წარსულში შეცდომებიც აქვთ დაშვებული და დღესაც ვუპოვით ნაკლს. მაგრამ ხელახლა წაიკითხეთ ზედა 4 პუნქტი.

6. თვეები დუმილით ვითმენდი ჩემი აქაური ფბ-მეგობრების გულუბრყვილო იმედს ნამოხვანელ “ჯონ სნოუზე”, რადგან პატივს ვცემ მათ აზრს. იმედია, მათგან ბევრი მიხვდა, რომ სჯობს (ა)-ს ელაპარაკო იმაზე, როგორ აშენდეს ჰესი, ვიდრე (ბ)-სა და მის “ჯონ სნოუებს” სათარეშოდ მისცე ქვეყანა", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა