თეგებით ძიება

"ქრისტეს სახელით ქალები და ბავშვები ცემეს...თქვენი შვილები ახლოს გყავდეთ და სახლშიც მზად გქონდეთ სასულვერი კალიბრი" - არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია, დღეს, თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს:

"აქ პრაიდის პრობლემა რომ არ არის გასაგებია მემგონი უკვე, ქრისტეს სახელით ქალები და ბავშვები ცემეს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად მხოლოდ ეს რაოდენობა ხალხი რომ გამოვიდა, იმას ნიშნავს რომ სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდა, რატომ არის თვითონ მშიერი და ღატაკი ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ წელებზე ფეხს იდგამს, ხოლო ქრისტეს სახელით მოლაპარაკე წვეროსანთა ინსტიტუცია კი მილიონერია და ფუფუნებაში ცხოვრობს.
დაფიქრდა და პრიორიტეტებიც დაალაგა ალბათ.

რაც უფრო ღარიბი და გაჭირვებული იქნება ერი, მით მარტივად გამოსცინცლავს მას ფულს ეგ ინსტიტუტი ან მთავრობა, მთავარია მტრის ხატი შექმნას, ღირებულებები გადაულაგოს და მერე ქუდზე კაცი არბენინო, ბოლოს ფარისევლურად გადახდილი პარაკლისი ან "გამოძიება დაადგენს" მიაყოლო და ეგაა.

მომავალში კიდე უფრო მეტი უნდა დაფიქრდეს რატომ შია, რატომ არ აქვს სახლში კარგი პირობები და ამის პარალელურად ზემოთ რატომ არიან ფუფუნებაში, იქვე გაიფიქრონ რო აი მართლა რატო ყლეზე არა კიდიათ ვინ სად რომელ ქუჩაზე გაივლის წელიწადში ერთხელ და პრიორიტეტებიც კიდევ უფრო დალაგდება რა.

მანამდე კი, იმის გამო რომ სახელმწიფო არ გვაქვს და პოლიციას შიშველი ხელებით არბენინებენ წინ და უკან, თქვენი შვილები ახლოს გყავდეთ და სახლშიც მზად გქონდეთ სასულვერი კალიბრი.

იმიტომ რომ თუ ვინმე თქვენ შვილს ფიზიკურად ხელით შეეხება მხოლოდ იმიტომ რომ ყვითელი აცვია ან ყური აქვს გახვრეტილი, პოლიციაში კი არ დარეკოთ, ის ხელი მოტეხოთ და ტრაკში გაუკეთოთ, სხვას რო მეორედ სურვილი აღარ გაუჩნდეს", - წერს მარშანია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე რადიკალურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. Mediachecker-ის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მედიის 47 წარმომადგენელს დაესხა თავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა