თეგებით ძიება

"სანამ პატრიარქის და ეკლესიის სადღეგრძელო იქნება სუფრაზე ნომერ პირველი რიტუალი, ისეთივე იქნება ეს ქვეყანა, როგორიც ვართ" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძღაობის" წევრი, რომენ გოცორიძე თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმმაურება და აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან უნდა შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება.

"სანამ პატრიარქის და ეკლესიის სადღეგრძელო იქნება სუფრაზე ნომერ პირველი რიტუალი და ფეხზე ადგომით დავლეთ ღვინით სავსე სასმისებს, ისეთივე იქნება ეს ქვეყანა ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ზნეობრივად, როგორიც ვართ.

უნდა შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ბიუჯეტიდან. გადაცემული მიწები, ტყეები და სხვა ქონება, რომლებიც ანგარებიანი ჩინოსანი მღვდლების პირად გამდიდრებას ემსახურება, მაშინ, როცა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, უნდა დაუბრუნდეს ხალხს", - წერს გოცოროძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე რადიკალურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. Mediachecker-ის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მედიის 47 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა